Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის სატრანსფერო რადარზე კავანი დაბრუნდა…

მას შემდეგ, რაც ლეო მესის ბარსელონაში დარჩენა გადაწყდა და იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ბლაუგრანასთან კონტრაქტის გაწყვეტას ვერ ახერხებს, იუვენტუსი ალტერნატიული ვარიანტების ძებნას იწყებს და ერთ-ერთი მათგანი ედინსონ კავანია.

ედინ ჯეკო კვლავ რჩება ალტერნატიულ ვარიანტად, თუმცა ჯალოროსის ჯერჯერობით ფეხბურთელის გაშვება არ სურს.

კავანიმ პსჟ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ჯერჯერობით თავისუფალი აგენტია. 33 წლის ფეხბურთელი სერია ა-ში, პალერმოსა და ნაპოლის შემადგენლობაში უკვე თამაშობდა და 213 შეხვედრაში 112 გოლის გატანაც მოახერხა.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, თუ სუარესის იუვეში ტრანსფერი ჩაიშალა, ამ შემთხვევაში ბიანკონერის პრიორიტეტი სწორედ კავანი იქინება.

Leave a Reply

Your email address will not be published.