Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის უკმაყოფილო დირექტორი მსაჯის ქმედებებით… [ვიდეო]

გუშინ ნაპოლიმ იუვენტუსი ლორენცო ინსინიეს გოლის წყალობით დაამარცხა, რომელიც იტალიელმა 11-მეტრიანიდან გაიტანა.

მატჩს შემდეგ ანდრეა პირლომ მსაჯის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ასეთ პენალტს იუვენტუსის სასარგებლოდ არ დანიშნავდნენ.

მსაჯის მოქმედებებით კმაყოფილი არც იუვენტუსის დირექტორი ფაბიო პარატიჩი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი დარჩნენ, რომლებიც ჯოვანი დი ლორენცოსთვის მეორე ყვითელის ჩვენებას და მოედნიდან გაგდებას ითხოვდნენ.

პარატიჩი:“ სირცხვილია, კალვარეზე! (მთავარი არბიტრი)  ეს ყვითელი ბარათი როგორ არ არის ?…“