იუვენტუსის ულტიმატუმი ალეგრის…
იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსმა მაქს ალეგრის გუნდში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე კვირა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერის ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის ძიებას აქტიურად შეუდგება.
La Stampa-ს ინფორმაციით, ალეგრის უკეთესი თამაშის საჩვენებლად და რაც მთავარია, უკეთესი შედეგების დასადებად დრო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მის სტაფში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ალეგრის მუშაობით განსაკუთრებულად უკმაყოფილო გუნდის გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენეა, მაგრამ მაქსი ჯერჯერობით იუვენტუსის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის დაცვის ქვეშ არის, ამიტომ მას, არც თუ ისე კარგი სტარტის მიუხედავად, ჯერჯერობით გაშვება არ ემუქრება.