Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ულტიმატუმი ალეგრის…

ნაპოლისთან გამანადგურებული მარცხის შემდეგ, იტალიურ მედიაში მაქს ალეგრის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბარი კვლავ აქტუალური გახდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვება მიმდინარე სეზონის ბოლომდე არ განიხილება, რადგან იუვენტუსი ახლა ხელმძღვანელობაში მიმდინარე ცვლილებებზეა კონცენტრირებული, მაგრამ მაქსის მომავალს იუვე სეზონის ბოლოს სერიოზულად განიხილავს.

წყაროს ცნობით, თუ ალეგრიმ კოპა იტალიას ან ევროპა ლიგის მოგება, ასევე მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ტურინული გრანდი ალეგრის გუნდიდან გაუშვებს.

მაქსის შეცვლის მთავარ კანდიდატებად ანტონიო კონტე და ზინედი ზიდანი სახელდებიან, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსი არც ერთ მათგანთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.