Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ფეხბურთელებზე გამოძიება მიმდინარეობს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ფეხბურთელებზე იზოლაციის წესების დარღვევის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც ტურინელების სტაფის 2 წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, იუვენტუსის სრულმა შემადგენლობამ იზოლაციაში გადაინაცვლა, თუმცა როდრიგო ბენტაკურმა, ხუან კუადრადომ, დანილომ, პაულო დიბალამ, მერიჰ დემირალმა და კრიშტიანუ რონალდუმ J Hotel დატოვეს და ნაკრებებს შეუერთდნენ.

იუვენტუსის წარმომადგენლების თქმით, ფეხბურთელებს პროტოკოლით მითითებული არც ერთი წესი არ დაურღვევიათ, თუმცა ამას ტურინის პროკურატურა გადაწყვეტს, ორგანო, რომელიც ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს.