Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ფეხბურთელები პირლოს ვერ უგებენ…

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ანდრეა პირლო იუვენტუსის ფეხბურთელებთან ტაქტიკაზე საერთოდ არ საუბრობს და გასახდელში იგივე სიტუაციაა, რაც სარის დროს იყო.

იუვენტუსი 17 ქულით სერია ა-ს მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ძალიან უსახურ ფეხბურთს თამაშობენ.

წყაროს ინფორმაციით, დიბალამ, კულუსევსკიმ და სხვა არაერთმა ფეხბურთელმა არ იცის, თუ რას მოითხოვს ანდრეა პირლო მათგან უშუალოდ მოედანზე.

ამ პრობლემების გამო, იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული. პორტუგალიელის გარეშე იუვემ 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ გუნდში სერიოზული პრობლემებია და ბებერი ქალბატონი შესანიშნავი შემადგენლობის მიუხედავად, ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული…