Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუს დაემშვიდობნენ

კრიშტიანუ რონალდუს ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილის შემდეგ (იხილეთ აქ), საპასუხოდ ლეგენდარულ პორტუგალიელს ბიანკონერის ფეხბურთელები დაემშვიდობნენ.

პაულო დიბალა:

„ჩემთვის სწავლა და განვითარება შენს გვერდით დიდი პატივი იყო. დღეს შენ კარიერაში ახალ თავს იწყებ და მე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით, კრიშტიანუ!”

ალვარო მორატა:

„შენთან ერთად კიდევ ერთხელ ერთ გუნდში ყოფნა და ერთიანი თავგადასავლის გაზიარება დიდი პატივი იყო, ჩემო მეგობატო. მადლობა შენ და შენს ოჯახს იმისთვის, რომ ჩემსას ყოველთვის შესანიშნავად ექცეოდით. ჩვენ თქვენ ახალ გამოწვევებში წარმატებებს გისურვებთ.“


ხუან კუადრადო:

„შენს გვერდით თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. შენი პროფესიონალიზმის და დისციპლინის შემხედვარემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ღმერთი შენს ახალ გამოწვევებში შენთან იქნება, წარმატებებს გისურვებ.“



არტურ მელო:

„ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემი კარგი მეგობარი. მადლობა ყველა გამორჩეული მომენტისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გავიზიარეთ. ჩემი პატივისცემა შენს მიმართ დღითი დღე იზრდება. მინდა შენს ახალ გამოწვევებში წარმატებები გისურვო.“

ლეონარდო ბონუჩი

„ჩვენ ერთად ძალიან ბევრი მომენტი გამოვიარეთ და მათი შენს გვერდით გატარება ძალიან დიდი სიამოვნება იყო. პროფესიონალიზმი და განვითარების სურვილი არის გაკვეთილი, რომელიც შენ მე და გუნდის თითოეულ წევრს გვასწავლე. შენს ახალ თავგადასავალში წარმატებებს გისურვებ.“

მანუელ ლოკატელი:

„ცოტა ხნით, შესაძლოა ზედმეტად ცოტა ხნითაც კი, მაგრამ მე ამ სურათს ყოველთვის სიამაყით გავიხსენებ. წარმატებებს გისურვებ ჩემპიონო.“