Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტი:“სარის იუვენტუსი მიუღებელია“

ჯოვანი კობოლი გიგლიმ Coppa Italia-ს ფინალის შემდეგ მაურიციო სარიზე ისაუბრა.იუვენტუსი სერია ა-ში ლაციოს 1 ქულით ჩამორჩება,Super cup და Coppa Italia-ს ფინალები კი ლაციოსთან და ნაპოლისთან უკვე დათმო.


„გუნდმა სამი თვის წინ ინტერთან კარგი შეხვედრა ჩაატარა,თუმცა ბოლო 2 თამაში კატასტროფა იყო.მათ ვერც კარგი თამაში აჩვენეს და ვერც ბევრი მომენტი შექმნეს.

„პირდაპირ გეტყვით,სარი პერსონალურად არ მომწონს.მან ფინალი გაცუდებულ პენალტებს დააბრალა,ტუმცა ჩემი აზრით ჩვენ იმიტომ წავაგეთ,რომ გუნდი საკმარისად მზად არ იყო.


„ეს მიუღებელია,რომ იუვენტუსს კიდევ არ აქვს თავისი იდენტობა.რონალდუს გაფორმებით,იუვენტუსმა გუნდურ ფეხბურთზე უარი თქვა და აქცენტი ინდივიდუალურ ტალანტზე გააკეთა,თუმცა მაქს ალეგრისგან განსხვავებით,სარი ამას ვერ ახერხებს.


„მწვრთნელისთვის საკმაოდ ძნელია,რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ის გააკეთებინო,რაც შენ გსურს.სარი ამ ყველაფერს ნაპოლიში ახერხებდა,თუმცა რონალდუსთან არ გამოსდის.თუ ის მოახერხებს,რომ სერია ა-ში გაიმარჯვოს და ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში მაინც გავიდეს,მაშინ მან სამსახური უნდა შეინარჩუნოს,წინააღმდეგ შემთხვევაში ის მეგობრულად და მშვიდობიანად უნდა წავიდეს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.