Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის შვიდმა ფეხბურთელმა იზოლაციის წესი დაარღვია

მას შემდეგ, რაც იუვენტუსის სტაფის 2 წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, ბიანკონერის ყველა ფეხბურთელი გუნდის სავარჯიშო ცენტრში, იზოლაციაში იმოფებოდა.

Football italia-ს ინფორმაციით, 7-მა ფეხბურთელმა უსაფრთხოების პროტოკოლის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს და გუნდის სპორტული ცენტრი დატოვეს.

ჯიჯი ბუფონი და მერიჰ დემირალი სახლებში წაბიდნენ და გუნდს ორშაბათს დაუბრუნდებიან, როდრიგო ბენტაკური, ხუან კუადრადო, დანილო, პაულო დიბალა და კრიშტიანუ რონალდუ კი ნაკრებებს შეუერთდნენ.

იუვენტუსმა მათი წასვლის უფლება მისცა, თუმცა დიდი ალბათობით ფეხბურთელებს გარკვეული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.