Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის წინადადება ბარსელონას…

ბარსელონა მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელებმა ბლაუგრანას წინადადებით უკვე მიმართეს.

ნიკოლო შირას ცნობით, იუვენტუსი პიანიჩის იჯარის სანაცვლოდ არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს და თუ ბარსელონა მის იჯარით გაშვებას დათანხმდება, ტურინელები მზად არიან მირალემის ხელფასის ნახევარი – 4 მილიონი ევრო გადაიხადოს, დანარჩენის დაფარვა კი ესპანელებს მოუწევთ.

კუმანმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ბოსნიელი მის გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით, ბარსელონას იუვეს წინადადებაზე თანხმობის განცხადება მოუწევს.