Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის 2 წევრს კორონა ვირუსი აქვს

იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ორ წევრს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი ფეხბურთელი არ არის და ხვალინდელ მატჩს ნაპოლის წინააღმდეგ არაფერი ემუქრება.

ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზელინსკის გარდა ვირუსი ნაპოლის კიდევ ერთ ფეხბურთელს, ელჯიფ ელმასს დაუდასტურდა, თუმცა ხვალინდელი მატჩის გადადებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.