Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი აგუეროს ტრანსფერში ფავორიტია

Gazzetta dello Sport-ის და Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერხიო აგუერო, რომელიც სეზონის ბოლოს სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, სეზონში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროების ცნობით, მისი გაფორმება იუვენტუსს, ბარსელონას, პსჟ-ს და ჩელსის სურს, თუმცა ამ ეტაპზე ერთადერთი გუნდი, რომელმაც არგენტინელ ფორვარდს წინადადებით მიმართა, ტურინის იუვენტუსია და ისინი ფავორიტებად მოიაზრებიან.

ბიანკონერიმ კუნ აგუეროს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში ანაზღაურების სახით კი 10 მილიონი ევრო.