Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი აზარით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, რომელსაც Tuttojuve-ც ადასტურებს, იუვენტუსი მადრიდის რეალის შემტევის, ედენ აზარის გაფორმებას შეეცდება.

ბელგიელი ფეხბურთელი ჩელსიში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა, თუმცა რეალში გადასვლის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებს. ყოველი სეზონის სტარტზე მისგან თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენას ელოდებიან, თუმცა ჯერჯერობით ის 100 მილიონი ევროს თამაშს ვერ აჩვენებს.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსი აზარის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ გუნდს პაულო დიბალა დატოვებს.  დიბალას კონტრაქტი იუვენტუსთან მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მან ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუვემ არგენტინელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.