Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი აიაქსის ტალანტს უმიზნებს

იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი აიაქსის ახალგაზრდა ტალანტის, რაიან გრავენბერხის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

18 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ხშირად პოლ პოგბას ადარებენ, აიაქსის აკადემიის აღზრდილია და ასაკის მიუხედავად, ის უკვე პირველ გუნდში თამაშობს, რაც ევროპულ გრანდებს არ გამოპარვიათ.

ახალგაზრდა ტალანტის აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლაა, რომელსაც იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ტურინელები ამით სარგებლობას აპირებენ.

გრავენბერხმა ერედივიზიაში 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის Golden Boy-ს საბოლოო 20 კანდიდატს შორისაც მოხვდა, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს აიაქსთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი იაფი არავის დაუჯდება…