იუვენტუსი ალეგრის გაშვებას არ აპირებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაქს ალეგრის წასვლა იუვენტუსიდან უახლოეს პერიოდში ფაქტობრივად გამორიცხულია.
ტურინულმა გრანდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის საწყისი ორი მატჩი დათმო, რის გამოც მაქს ალეგრის გუნდიდან გაშვების მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, თუმცა როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით ტურინს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, ალეგრი გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს, იუვენტუსს კი მისი გაშვება დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება, ამ ნაბიჯის გადადგმას კი გუნდი ამ მომენტისთვის არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ალეგრის იუვენტუსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღარუებადი მწვრთნელია, მაქსი წლიურად 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.