იუვენტუსი ალეგრის გაშვებას არ აპირებს
იტალიური მედიის ცნობით, ბოლო საათებში ფრანგული გამოცემა beIN Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იუვენტუსი მაქს ალეგრის გუნდიდან გაშვებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის კარლო ლაუდისას ინფორამციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა არც ფინანსური და არც ტექნიკური ასპექტების გამო მაქსის გუნდიდან გაშვებას ამ ეტაპისთვის არც კი განიხილავს.
წყაროს ცნობით, არც ის არის გამორიცხული, რომ იუვენტუსმა მაქსს მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება, კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივოს და გუნდის ახალი პროექტი სწორედ მასთან ერთად დაიწყოს.