Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ამ სეზონში მაისურის სპონსორებისგან კოლოსალურ თანხას მიიღებს…

ბოლო წლებში იუვენტუსის წარმატებული ასპარეზობა როგორც შიდა, ასევე ევროპულ სარბიელზე არა მარტო სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

Calcio E Finanza-მ გამოაქვეყნა საინტერესო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც იუვენტუსი მიმდინარე სეზონის პერიოდში მხოლოდ მაისურის სპონსორებისგან 110 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, რაც სერია ა-ს სხვა გუნდებთან შედარებით რამდენჯერმე მეტია…