იუვენტუსი ანდრეა პინამონტის გაიფორმებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით,იუვენტუსი ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის,ანდრეა პინამონტის გაფორმებაზე მუშაობს.

პინამონტი ინტერის ფეხბურთელი იყო,თუმცა  ამჟამად ჯენოას საკუთრებაა.ინტერს მისი გამოსყიდვის უფლება 20 მილიონ ევროდ აქვს,გუნდებმა სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს,რომ ამ სეზონის ბოლოს ნერაძური მას 20 მილიონ ევროდ უკან დაიბრუნებდა,თუმცა შექმნილი კრიზისის გამო ინტერი ამ თანხის გადახდას ვერ ახერხებს.

აქედან გამომდინარე,იუვენტუსისთვის გზა ხსნილია და ბიანკონერი მზად არის,ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ გენუელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა,ვისაც იუვეს უფროსობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს ფაქტორი ტრანსფერის შანსს უფრო ზრდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.