Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი: ანიელის ერაში პირლოს ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

ანდრეა ანიელიმ იუვენტუსი 2010 წელს ჩაიბარა და იმ დღის შემდეგ გუნდს სეზონის ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია…

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი იუვეს მწვრთნელი მას შემდეგ გახდა, რაც ბიანკონერის ხელმძღვანელობამ მაურიციო სარი დაითხოვა. იუვე პირლოს სამწვრთნელი კარიერაში პირველი გუნდია.

ანდრეას ხელძღვანელობით გუნდმა 6 შეხვედრაში 2 მათგანი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. ამ მატჩებში იუვემ 9 გოლი გაიტანა, 4 კი გაუშვა.

პირლოს სტარტი ჯიჯი დელნერიზე უარესია, რომელმაც პირველ 6 შეხვედრაში 4-ჯერ გაიმარჯვა, 1 ფრედ დაასრულა, ერთხელ კი დამარცხდა.

ანტონიო კონტემ პირველ 6 შეხვედრაში 3 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, მაქს ალეგრიმ 6-დან 6 შეხვედრა მოიგო, სარიმ კი 4-ჯერ იმარჯვა, 2 კი ფრედ დაასრულა.