Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არსენალის ტალანტით ინტერესდება

იუვენტუსი მეოთხე ფორვარდის ძიებას განაგრძობს და Calciomercato-ს ინფორმაციით, ბიანკონერი არსენალის 19 წლის ტალანტის ფლორიან ბალოგუნის ტრანსფერით ინტერესდება.

წარმოშობით ამერიკელმა ფეხბურთელმა, რომელიც ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ, გასულ სეზონში არსენალის ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის მეთოფეებს ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ აარონ რემსი შესთავაზოს, რომლის ტურინიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.