Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არტურის გაყიდვას გეგმავს

ესპანური მედიის ინფორმაციით, არტურმა მაქს ალეგრის დარწმუნება ვერ მოახერხა, რომ ის გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და იუვენტუსი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

ElGolDigital-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ბრაზილიელი ფეხბურთელი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე სევილია გახლავთ, რომელმაც შესაძლოა მის ტრანსფერზე უკვე ზამთარში იმუშაოს.

არტურმა მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით მოედანზე 143 წუთი გაატარა და მან აქტივში ვერც გოლის ან საგოლე გადაცემის ჩაწერა ვერ მოახერხა.