Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არტურის იჯარით გაშვებას განიხილავს

იუვენტუსის პრობლემები ნახევარდაცვის ხაზში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, კვლავ გრძელდება და ტურინელები ამის გამოსწორებას საკადრო ცვლილებებით გეგმავენ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იუვენტუსისთვის ბრაზილიელი არტური გახდა, რომელიც ტურინულ გრანდში მისვლის შემდეგ ტრავმების თუ სათამაშო დროის ნაკლებობის გამო თავისი ტალანტის გამოვლენას ვერ ახერხებს.

იუვენტუსიდან აარონ რემსის წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, ის არ იქნება ერთადერთი, რომელიც გუნდს დატოვებს. წყაროს ცნობით, ტურინელები ზამთარში არტურის იჯარის წესით გასხვისებას განიხილავენ, რადგან გუნდის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ახლა მისი გაყიდვა ფინანსური კუთხით იუვენტუსს სერიოზულ ზარალს მოუტანს…