Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არტურის მსურველების ძიებაშია

იტალიურ მედიაში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ზამთარში იუვენტუსი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა არტურმა დატოვოს.

ტურინელები იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ, თუმცა მათ პირველ რიგში ისეთი ფეხბურთელების გაშვება მოუწევთ, რომლებიც ალეგრის გეგმებში არ შედიან და Tuttosport-ის მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი სწორედ არტური გახლავთ.

წყაროს ცნობით, ტურინელებს ესმით, რომ მის გაყიდვას ახლა 72 მილიონთან მიახლოებულ თანხად, რაც მის სანაცვლოდ გადაიხადეს, ვერ მოახერხებენ, ამიტომ კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად ტურინელებს მისი იჯარით გაშვება სურთ…