Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი არჩევანს კავანისა და იკარდის შორის გააკეთებს

იტალიური წყაროების ინფროამციით, ალვარო მორატას არასტაბილური თამაში ტურინელების ხელმძღვანელობას აიძულებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინელებმა ფორვარდი დაიმატონ.

ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე კვლავ ფიორენტინას ვლაჰოვიჩია, მაგრამ იუვე მის ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს აპირებს, ახლა კი შედარებით იაფიან ვარიანტს ეძებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი არჩევანს ედინსონ კავანისა და მაურო იკარდის შორის გააკეთებს. არც ერთი მათგანი თავიანთი გუნდების გეგმებში აღარ შედიან და იუვე ერთ-ერთი მათგანის ხელსაყრელ ფასად დამატებას გეგმავს.