Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ატლეტიკოსგან მორატას ფასის შემცირებას ითხოვს

ალვარო მორატას ბედი ტურინულ გრანდში ჯერჯერობით გაურკვეველია და იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდებს შორის მორატას მოამვალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

იუვენტუსმა მორატას 2-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა და მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ, მაგრამ როგოც ჩანს ტურინელები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მორატას გამოსასყიდი თანხის საგრძნობლად შემცირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ესპანეთში დაბრუნებას გეგმავს.