იუვენტუსი ატლეტიკოსთან მორატას თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ალვარო მორატას შენარჩნების იმედს არ კარგავს, მაგრამ ჯერჯერობით ატლეტიკოსთან საერთო ენის გამონახვას ვერ ხერხდება.
იუვენტუსს ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვა 35 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია, თუმცა წყაროს ცნობით, ტურინელები ატლეტიკოს 15-20 მილიონზე მეტს არ გადაუხდიან.
გამოცემის მტკიცებით, თუ ბიანკონერი ატლეტიკოსგან საბოლოო უარს მიიღებს, ტურინული გრანდი ატალანტადან ლუის მურიელის გაფორმებას ეცდება, რომელიც დაახლოებით 15 მილიონად იქნება ხელმისაწვდომი.