Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველით ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით,იუვენტუსი ატლეტიკოს ცენტრალური ნახევარმცველის, ტომას პარტეის გაფორმებას შეეცდება.

ტურინული გრანდი მატუიდიმ უკვე დატოვა და სულ ცოტა ხნის წინ,მან მაიამის ინტერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია აარონ რემსიც,რომელსაც იუვე უფასოდაც კი გაუშვებს.

პირლოს იუვეს ნახევარდაცვის აწყობა არტურის და ბენტაკურის გარშემო სურს და მაესტროს აზრით,პარტეი აღნიშნულ დუოს მახასიათებლებიდან გამომდინარე შესანიშნავად შეეწყობა.

მისი აზრით,არტურის ტექნიკა,ბენტაკურის მოქნილობა და პარტეის ათლეტიზმი გადაულახავი ბარიერი იქნება მოწინააღმდეგისთვის.

27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არის პუნქტი,რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი შეძენა 50 მილიონ ევროდ შეუძლია.ატლეტიკოს ფეხბურთელის გაშვება არ სურს და თუ რომელიმე გუნდი მის გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის,პარტეი მადრიდში დარჩება.

იუვენტუსის გარდა,პარტეის გაფორმება არსენალსაც სურს,რომელიც ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.