Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველით ინტერესდება

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველის საულ ნიგესის ტრანსფერით ინტერესდება და ლა ლიგის გამარჯვებულებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ატლეტიკო 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ბიანკონერი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით გეგმავს. ატლეტიკო პაულო დიბალას ტრანსფერით ინტერესდებოდა, თმცა ალეგრის იუვეში დაბრუნების შემდეგ ის ხელშეუხებელია და ბიანკონერიმ ნიგესის ტრანსფერში შესაძლოა ბენტანკურის გამოყენება სცადოს, რომელიც მადრიდელებს არაერთხელ დაუკავშირეს.

იუვენტუსს ნიგესის ტრანსფერში მანჩესტერ იუნაიტედის და ბაიერნის სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს, თუმცა წყაროს ინფორმაციით არც ერთ მათგანს ჯერჯერობით ატლეტიკოსთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

გათიშვა