Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ატლეტიკოს წინადადებას უმზადებს

ბიანკონერი მზად არის,ატლეტიკოს ტომას პარტეის სანაცვლოდ დუგლას კოშტა ან ფედერიკო ბერნარდესკი შესთავაზოს.

27 წლის ფეხბურთელი,რომელსაც ბოლო პერიოდში არსენალს უკავშირებდნენ,ანდრეა პირლოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მისი მოთხოვნით პარატიჩი განელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გააქტიურდა.

ატლეტიკო ცენტრალურ ნახევარმცველს 50 მილიონ ევროდ აფასებს,რისი გადახდაც იუვეს ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე გაუჭირდება და ფასის შესამცირებლად ტრანსფერში ნახსენები ფეხბურთელების ჩართვას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ტომასმა 46 შეხვედრა ჩაატარა,4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.