იუვენტუსი აუარის სანაცვლოდ მატუიდის დათმობს

ბიანკონერი იმედოვნებს,რომ ლიონი ჰუსემ აუარს ბლეიზ მატუიდის და 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

იუვენტუსს 21 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესი არასოდეს დაუმალავს და სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გასაფორმებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

მას კონტრაქტი ფრანგულ გუნდთან 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს,თუმცა ლიონმა მის გაყიდვაზე მზადყოფნა გამოთქვა.

იტალიური მედიის მტკიცებით,ეს ტრანსფერი ლიონს გუნდის გაძლიერებაშიც დაეხმარება და მათ ფინანსურ კრიზისსაც წაადგება.

აუარის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

Leave a Reply

Your email address will not be published.