Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი აუარის ტრანსფერზე მუშაობს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ლიონის ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მომავალი სატრანსფერო ფანჯრის წინ ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აუარს იუვეს და არსენალს უკავშირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მეთოფეებმა ატლეტიკოდან თომას პარტეი გაიფორმებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი აუარს მიუბრუნდებიან, რაც იუვეს წისქვილზე ასხავს წყალს.