Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი აუარს არ ივიწყებს, თუმცა…

იუვენტუსი ჰუსემ აუარის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს. ფეხბურთელის სახელს ბიანკონერის უკვე რამდენიმე კვირაა უკავშირებენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არც თავად ლიონი არ არის.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელის დამატება იუვეს გარდა არსენალს და მანჩესტერ სიტისაც სურს. მეთოფეებმა ლიონს აუარის სანაცვლოდ ფეხბურთელი და გარკვეული თანხა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, ლიონს აუარის სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება სურს და არც იჯარაზე და არც ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე თანახმა არ არის.

იუვენტუსს 40 მილიონის გადახდა ჯერჯერობით არ შეუძლია, თუმცა Tuttojuve-ს ინფორმაციით, ტურინელები დუგლას კოშტას, აარონ რემსის და ფედერიკო ბერნარდესკის გაყიდვას ცდილობენ, მიღებულ თანხას კი სწორედ ლიონის ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერში დახარჯავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.