Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ‘ახალ რონალდუს’ უმიზნებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ლისაბონის სპორტინგის ახალგაზრდა ტალანტის, ჟელსონ ფერნანდეშის გაფორმება სურს.

17 წლის ფეხბურთელს ლეგენდარულ პორტუგალიელს, კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ და მისი სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს.

ფეხბურთელის მამამ დაადასტურა, რომ ტურინელები ფეხბურთელის გაფორმებით დაინტერესებულები არიან, თუმცა მათ გარდა ახალგაზრდა ტალანტის შეძენა არსენალს, დორტმუნდს, ბარსელონას და აიაქსს სურთ.