Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, ბარსა და რეალი UEFA-ს ვერდიქტის მოლოდინში…

რამდენიმე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ UEFA-ს დისციპლინარული კომისიის წარმოამდგენლებმა იუვენტუსის, ბარსელონას და რეალის წინააღმდეგ სუპერ ლიგის პროექტის გამო გამოძება დაიწყო და ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის საბოლოო ვერდიქტი ოთხშაბათს გახმაურდება.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ გუნდების მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა, სამივე მათგანი UEFA-ს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და პროცესები ჯერ დასრულებისგან ძალიან შორს არის.

სხვადასხვა მედიის ცნობით, მაქსიმუმი სასჯელი, რომლებიც მათ შესაძლოა დაეკისროთ, ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთა იქნება, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, მინიმუმ 1 წელი განაჩენის სისრულეში მოყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია.