Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, ბარსელონა და რეალი Super League-ს პროექტზე მუშაობას განაგრძობენ

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იუვენტუსი, ბარსელონა და მადრიდის რეალი UEFA-სთან კონფლიქტის მიუედავად Super League-ს პროექტზე მუშაობის გაწყვეტას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, გუნდები პროექტის ახალ ფორმატზე მსჯელობენ, რომელიც თავიდან დაანონსებული დახურული ფორმატის ნაცვლად ღია, პლეი-ოფის და პლეი-ინის სისტემით იქნება და ამით მათ იმედი აქვთ, რომ ქომაგების მხარდაჭერას მოიპოვებენ.

როგორც მოგეხსენებათ, UEFA-მ სამივე გუნდს სასამართლოში უჩივლა, თუმცა მადრიდის სასამართლომ გუნდები გაამართლა და UEFA-ს ყველანაირი სანქციის გამოყენება მათ წინააღმდეგ აუკრძალა, თუმცა ევროპული ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია დანებებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში მადრიდის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს…