Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ბარსელონა

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მოხვდა და მისი კონკურენტები ბარსელონა, კიევის დინამო და ფერენცვაროში იქნებიან.

იუვე და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც 5 იტალიელების გამარჯვებით დასრულდა, 4 ბარსელონამ მოიგო და 4 ფრედ დასრულდა.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2017-18 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ბარსამ იუვე კამპ ნოუზე 3 – 0 დაამარცხა, ტურინში კი შეხვედრა 0 – 0 დასრულდა.

გრძელდება დაუსრულებელი დუელი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შორის, თუმცა მათ გარდა საინტერესო იქნება მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს დაპირისპირებაც, რომლებსაც ყოფილი გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.