Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ბოლონიას ფეხბურთელით ინტერესდება

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახანს დაიხურა, ზაფხულისთვის გუნდები უკვე ემზადებიან და ზამთარში პასიურობის შემდეგ, იუვენტუსი დიდი ალბათობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელები ბოლონიას ტაკეჰირო ტომიასუს გაფორმებას შეეცდებიან.

22 წლის ცენტრალური მცველი ბოლონიაში 2019 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდში ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება.

იაპონელი ფეხბურთელის ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა მას მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, რაც პირლოს ტაქტიკისთვის დამატებითი პლიუსია. წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეცდება, თუ ჯორჯო კიელინიმ სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულა.