Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერში დაწინაურდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერში ტურინის იუვენტუსი დაწინაურდა და დიდი ალბათობით ამერიკელი ფეხბურთელი უახლოეს კვირეებში სწორედ ტურინელთა საკუთრება გახდება.

MLSoccer.com ის მტკიცებით, რომამ რამდენიმე დღის წინ დალასს 19 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელები მზად არიან ანალოგიური თანხა გადაიხადონ და უესტონ მაკკენის დახმარებით, რომელიც 2020 წლის საუკეთესო ამერიკელი ფეხბურთელი გახდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმონ.

იმის გამო, რომ იუვენტუსს არა-ევროპელი ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი ყველა ადგილი შევსებული აქვს, დიდი ალბათობით ტურინელები რეინოლდსს კალიარიში გაანათხოვრებენ და სეზონის ბოლოს დაიბრუნებენ.