Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ბრემერის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს

Goal-ის ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი ტორინოდან გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელს ინტერთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს, მის გადაბირებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ტორინოს ინტერზე კარგ წინადადებას წარუდგენს და გრანატას თანხმობის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკებებს უშუალოდ ბრემერთან დაიწყებს.

იუვენტუსის სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ინტერი პსჟ-სტან მილან შკრინიარის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებს, რაც თავის მხრივ ბრაზილიელი ცენტრალური მცველის ბენეამატას რიგებში ტრანსფერს ბლოკავს, თუმცა იუვენტუსს თავის მხრივ პირველ რიგში მატაის დე ლიხტის გაყიდვა მოუწევს, რომლის სანაცვლდოაც ბაიერნი გაუმჯობესებულ წინადადებას უახლოეს პერიოდში წარადგენს.