Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი გატუზოს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს

ბიანკონერი ანდრეა პირლოს შესაძლო შემცვლელების ძებნას განაგრძობს და იუვეს ხელმძღვანელობა გუნდში ჯენარო გატუზოს მიყვანას სერიოზულად განიხილავს.

გუშინ კალიარისთან მილანის წარუმატებლობის შემდეგ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ, თუმცა თუ იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაშიც კი იუვე პირლოს გუნდიდან გაუშვებს.

იუვენტუსს მაქს ალეგრისაც უკავშირებდნენ, მაგრამ სავარაუდოდ MAD MAX-ი მადრიდის რეალს ჩაიბარებს, ზიდანის გუნდში მიყვანა კი იუვენტუსს საკმაოდ მსუყე თანხა დაუჯდება, ამიტომ გატუზოს ტურინში ხილვა საკმაოდ რეალურია, რომელსაც თავის მხრივ დე ლაურენტისთან კონფლიქტის შემდეგ ნაპოლიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ…