Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი გლადბახის შემტევით ინტერესდება

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლეგენდარული ლილიან ტურამის შვილის, მარკუს ტურამის ტრანსფერს განიხილავს.

23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ბორუსია მენხენგლადბახის ღირსებას იცავს, ევროპული გრანდების ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ გატანილი დუბლით მიიბყრო.

ფეხბურთელის აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლაა, რომელსაც იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და სწორედ ამიტომ ტურინელები ფეხბურთელის გაფორმების ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებიან.