Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი გოსენსის სანაცვლოდ ატალანტას 2 ფეხბურთელს სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი რობინ გოსენსის გაფორმებას კიდევ ერთხელ სცდის და მზად არის ბერგამოელებს მის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელი შესთავაზოს.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ბიანკონერი გერმანელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ ლა დეას ჯანლუკა ფრაბოტას და მერიჰ დემირალს შესთავაზებს, რომელთა საერთო ღირებულება 40 მილიონი ევრო გახლავთ.

ორივე ფეხბურთელი ატალანტას ბოლო დღეებში არაერთხელ დაუკავშირეს და თუ ტოტენჰემმა ატალანტადან კრისტიან რომეროს ტრანსფერი გააოფიციალურა, გასპერინის მთავარი მოთხოვნა სწორედ დემირალი იქნება, იუვე კი მის შემცვლელად დანიელე რუგანის მოიაზრებს და არც ის არის გამორიცხული, რომ ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩი დაიმატოს.