Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი გოსენსის ტრასნფერზე ოცნებას განაგრძობს…

რობინ გოსენსი უკვე რამდენიმე წელია იუვენტუსის სასურველი ფეხბურთელების სიაში იმყოფება და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა იქნება, მაგრამ ტურინელებს გერმანელი ფეხბურთელის გაფორმება ძალიან გაუჭირდებათ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი გოსენსი დამატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს ალექს სანდრო დატოვებს, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს.

წყაროს ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი იუვენტუსისთვის ბოლო შანსი იქნება, რადგან შესანიშნავი სეზონის და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გოსენსის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ბერგამოში დარჩეს…