Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და არსენალი ფეხბურთელებს გაცვლიან

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა და არსენალმა ზაფხულში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები რემსი-ბელერინის ბარტერს უკვე დიდი ხანია განიხილავენ და თუ არსენალი რემსის დაარწმუნებს და უელსელი ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას დათანხმდება, ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი აღუდგება.

რემსი იუვენტუსში ანაზღაურების სახით წლიურად 6.5 მილიონ ევროს იღებს, მეთოფეები კი მას 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობენ.

გათიშვა