Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ატლეტიკო მილანის ვარსკვლავს უმიზნებენ…

ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ატლეტიკო მილანის ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის გაფორმებას სერიოზულად განიხილავენ.

ბენასერი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და მან ჩემპიონთა ლიგაზე მილანის დაბრუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან მიმდინარე სეზონი ტრავმების გამო არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა ბენასერის სახელი გუნდებს არ დავიწყებიათ.

რა თქმა უნდა, მილანს ბენასერის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ალჟირელი ფეხბურთელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის ზაფხულიდან მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, Todofichajes-ის ცნობით კი იუვე და ატლეტიკო ამ პუნქტის ამოქმედებას სერიოზულად განიხილავენ.

იტალიურ გამოცემა MilanNews-ს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული პუნქტის გამოყენება მხოლოდ იტალიის გარეთ მყოფ გუნდებს შეუძლიათ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.