იუვენტუსი და ატლეტიკო სატრანსფერო ომში…

Calciomercato-ს მტკიცებით,ტურინის იუვენტუსი და მადრიდის ატლეტიკო არკადიუშ მილიკის გასაფორმებლად სატრანსფერო ომში არიან.

ტურინელები პოლონელი შემტევით უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან,თუმცა ნაპოლის ურჩევნია,რომ ფეხბურთელი იტალიის საზღვრებს გარეთ გაუშვას და კონკურენტი არ გააძლიეროს.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 გოლის გატანა მოახერხა.მილიკი თავისი ხარისხიანი თამაშით და გოლების გატანის არაჩვეულებრივი უნარითაა ცნობილი და მაურიციო სარის შეტევაში დიბალა-მილიკი-რონალდუს ტრიოს ხილვა სურს.

პოლონელ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში უმთავრდება და ნაპოლი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.