Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და ატლეტიკო ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველის, თომას პარტეის გაფორმებით უკვე რამდენიმე კვირაა ინტერესდება და არ არის გამორიცხული, რომ გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალონ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ატლეტიკოს ფედერიკო ბერნარდესკის შეძენა ჯერ კიდევ გასულ სეზონში სურდა და მზად არის, პარტეი-ბერნარდესკის ბარტერი განიხილოს.

ატლეტიკო პარტეის 50 მილიონ ევროს აფასებს, ამიტომ ბერნარდესკისთან ერთად გარკვეული თანხის დამატება მოუწევს, თუმცა თუ ესპანელები ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას დათანხმდნენ, პარტეის იუვენტუსში გადასვლის შანსები გაცილებით გაიზრდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.