Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ბარსელონა ობამეიანგის სიტუაციას აკვირდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთარში არსენალის ფორვარდის პიერ-ემერიკ ობამეიანგის იჯარით დამატებას სერიოზულად განიხილავს.

32 წლის ფეხბურთელს მეთოფეების თავკაცთან მაიკლ არტეტასთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც მას კაპიტნის სამკლაური ჩამოერთვა და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელს გუნდის დატოვება ზამთარშივე სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა ბიანკონერის კონკურენციას ბარსელონა გაუწევს.