იუვენტუსი და ბარსელონა შეთანხმდნენ?

ერთდროულად რამდენიმე წყარო ამტკიცებს,რომ იუვენტუსი და ბარსელონა არტურის და პიანიჩის გაცვლაზე შეთანხმდნენ,ბიანკონერის კი 10 მილიონის დამატება მოუწევს.

Sky Sport UK ამტკიცებს,რომ ტურინში არტურს წლიური ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს გადაუხდიან,რაც იმაზე მეტია,რასაც ახლა გამოიმუშავებს.

ტურინელები პიანიჩს 70 მილიონად აფასებენ,ხოლო ბარსელონა მელოს 80 მილიონად და ტურინელები თანახმა არიან,რომ ბოსნიელ ფეხბურთელს 10 მილიონი დაამატონ,რომ სხვაობა აღმოიფხვრას.

მთავარი პრობლემა კვლავ არტურის თანხმობაა,თუმცა ბოლოს ინფორმაციით ბრაზილიელი ისეთი კატეგორიული აღარ არის,როგორიც აქამდე იყო და იუვენტუსში გადასვლას აღარ გამორიცხავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.