Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ბერნარდესკი ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან

ბოლო კვირეებში იუვენტუსის იტალიელი ვინგერი ფედერიკო ბერნარდესკი, რომელიც სეზონის სტარტზე გუნდიდან წასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, იუვენტუსის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელად იქცა და მან თითქმის 2-წლიანი უგოლო სერიის დასრულება მოახერხა.

ფორმის დაბრუნების პარალელურად, იუვენტუსი ბერნარდესკისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება.

წყაროს ინფორმაციით, ბერნარდესკი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ფეხბურთელი არც გუნდის მიერ შეთავაზებული კონტრაქტის ხანგრძლივობით და არც ფინანსური ასპექტით კმაყოფილი არ არის და ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია, რომ მათ შეთანხმებას მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იანვრიდან მოყოლებული, მას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვა, შემდეგ კი პრე-კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.